1.პროექტის სახელი:
ჩემი სოფლის დღეობები
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს თავიანთი სოფლის დღეობების შესახებ
3.პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები დაგეგმავენ გამგზავრებას თავიანთ სოფლებში და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრებიან სოფელში არსებული დღეობების შესახებ,გამოიკვლევენ მათ წარმოშობას(სახელის ისტორია,მიზეზი,ჩატარების ადგილი,თარიღი და სხვა),გადაიღებენ ფოტოებს,გააკეთებენ ჩანახატებს,მონაწილეობას მიიღებენ დღეობაში.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები:
13-15 წელი / VIII-IX კლასი
5.ვადები/ხანგძლივობა:
3-4 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
დამხმარე ლიტერატურის მოძიება,კითხვარების შედგენა,მასალის მოძიება ინტერნეტით,ინტერვიუ,მოძიებული მასალის ანალიზი,პრეზენტაცია,ელ.ვერსიის შედგენა,სკოლაში გამოფენის მოწყობა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვები შეძლებენ გააკეთონ ალბომი(ფოტო,ჩანახატები..)ბლოგი,ჩანახატები.გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,ინტერვიუს აღების,დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის,ინფორმაციის კომპიუტერში შეტანის უნარები.გაეცნობიან საკუთარი სოფლების დღესასწაულს და შეადარებენ სხვა სოფლის დღეობებს.
8.სარგებელი სხვებისთვის:
ინტერნეტის,ბლოგების,სასკოლო გამოფენების საშუალებით სხვა მოსწავლეებს მიაწვდიან ინფორმაციას თავიანთ სოფელში არსებული დღეობების შესახებ.
9.სამუშაო ენა:ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია-ცოდნა მიუახლოვდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვლილ სტანდარტებს,გაეცნობიან სოფლების გეოგრაფიას და დღეობების კავშირს ბუნებრივ-სოციალურ გარემოსთან; ისტორია - გაიღრმავებენ ცოდნას თავიანთი სოფლის ისტორიის შესახებ; ხელოვნება- გააკეთებენ ალბომს; ლიტერატურა-შემოქმედებითი ბავშვები შექმნიან ჩანახატებს,ლექსებს..;რელიგია-შეისწავლიან თავიანთი სოფლის რიტუალებს(დღეობების უმეტესობა ხომ რელიგიური ხასიათისაა).
11. მონაწილე სკოლები: 45-ე საჯარო სკოლა
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ანა ცხვარიაშვილი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: anacxvariashvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@Ieac35bc
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://dgeobebi.blogspot.com